Wednesday, December 18, 2013
პროექტის თემა:,,ჩვენ ვსწავლობთ ლადო ასათიანს,,
პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები იძიებენ და სწავლობენ მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები ისწავლიან დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებას,ანალიზს,სინთეზს.მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გააცნობიერებენ მწერლის როლს ქართულ ლიტერატურაში.
პროექტის მიზნები:წიგნებისა და ინტერნეტის დახმარებით მოიძიონ მწერლის ბიოგრაფია,შემოქმედება,მოძიებული მასალის საფუძველზე შექმნან მწერლის ბლოგი ქართულ და ინგლისურ ენაზე.
გაეცნონ იმ ეპოქას რომელშიც პოეტი ცხოვრობდა.
მონაწილეთა ასაკი:მე–8 კლასი,14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:5 დღე
მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები: ბლოგი, რომლის მისამართს თავის თანატოლებს აცნობებენ,ფოტოალბომი, ჩანახატები ,პრეზენტაცია.
რესურსები:ინტერნეტი, ფოტოაპარატი , წიგნები,
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1.მასალის მოძიება
მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ინტერნეტში გაეცნობიან მწერლის ბიოგრაფიას და შემოქმედებას.
აქტივობა 2 ტექსტის მხატვრული კითხვა
მოსწავლეები წაიკითხავენ ლადო ასათიანის ლექსებს.
აქტივობა 3 ინტერაქტიული გამოკითხვა
მოსწავლეები ჩაატარებენ ინტერაქტიულ გამოკითხვას თუ რამდენად იცნობენ ახალგაზრდები პოეტურ ნიმუშებს. კითხულობე თუ არა, იციან თუ არა ზეპირად.
საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორია –ქართული–ინგლისური–ისტი
ქართ. X.9 მოსწავლე კითხულობს,აანალიზებს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებებს.
ქართ. X.10 მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს.
ქართ. X.12 მოსწავლე ქმნის მხატვრულ ტექსტს მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი):ეკა ლიპარტელიანი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ekaliparteliani2@gmail.com
Tuesday, December 17, 2013
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
გიორგი ლეონიძე,,მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი,,
|
სწავლების საფეხური/საგანი
|
საბაზო,მე–8 კლასი,ქართული ენა და ლიტერატურა
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
13
|
განსაკუთრებული სწავლების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
|
არა
|
მიზნები
|
მოსწავლეები დაწვრილებით შეისწავლიან ტექსტის შინაარსს,ყურადღებას გაამახვილებენ დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნიან მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს.
ამოიცნობენ ავტორისეულ მიზანს და მისი გათვალისწინებით იმსჯელებენ პერსონაჟების დახასიათების ხერხებზე.
მოსწავლეები მოცემულ ეპიზოდში გამოყოფენ ფაქტებს,რომელიც მეტყველებს პერსონაჟთა ხასიათზე.
მოსწავლეები ამოიცნობენ ავტორის დამოკიდებულებას პერსონაჟისადმი.
მოსწავლეები მითითებულ ეპიზოდში და მარკერით აღნიშნავს იმ მეტყველების ნაწილსა და შესიტყვებებს,რომელსაც ავტორი იყენებს პერსონაჟთა გარეგნობის აღწერისას.
|
მოსწავლეები განმარტავენ ზედსართავ სახელსა და ნაზმნარ ზედსართავ სახელს პრაქტიკულ მასალაზე დაყრდნობით.
მოსწავლეები მართებულად იყენებენ მსჯელობისა და არგუმენტაციისთვის შესაფერის ლექსიკასა და სინტაქსურ კონსტრუქციებს.
| |
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
|
ქართ. V||| 5.მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს,გაანალიზოს და შეაფასოს ტექსტები,რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.
ქართ. V||| 6.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
ქართ.V||| 9.მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. V||| 12.მოსწავლეს შეუძლია ენობრივ–გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
|
რესურსები
|
მარკერი,ფილმი,,ნატვრის ხე,,ინტერნეტი,დაფა.
|
შეფასება
|
მოსწავლეები შეფასდებიან ორი კომპონენტის მიხედვით:კლასში ჩართულობა და მიმდინარე საკლასო დავალებები.
|
წინარე ცოდნა
გაკვეთილის მსვლელობა
|
მოსწავლეებმა უკვე იციან გიორგი ლეონიძის ბიოგრაფია.
გამოწვევა.აქტივობა1.
მასწავლებელი კითხვების მეშვეობით ამოწმებს,თუ რა იციან მოსწავლეებმა გ.ლეონიძის შემოქმედების შესახებ.
უჩვენებს კადრებს კინოფილმიდან,,ნატვრის ხე,,.
გაიხსენებენ კინოფილმებს,რომელიც გადაღებულია ლეონიძის ნაწარმოებების მიხედვით.(15წთ)
შინაარსის რეალიზება.აქტივობა 2.
მოსწავლეები დამოუკიდებლად,წყვილებში კითხულობენ ფრაგმენტებს მოთხრობიდან,,მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი,, უზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს.პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვებს და დაფაზე წერენ საკუთარ დასკვნებს.ტექსტზე მუშაობის დროს მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მარკერებით ხაზი გაუსვან სიტყვებს და ფრაზებს,რომელსაც ავტორი იყენებს პერსონაჟის გარეგნობისა და შინაგანი სამყაროს აღწერისას.გამოყონ ფაქტები,რომელიც მეტყველებს მის ხასიათზე.(10წთ).
აქტივობა3.
მასწავლებელი მოსწავლეებს დაუსვამს შეკითხვებს:
1)დააკვირდით ხაზგასმულ სიტყვებს,რა კითხვებზე მოგვიგებენ ისინი?
2)რა ეწოდება ამ მეტყველების ნაწილს?
3)რისი თქმა სურს ავტორს ამ მოთხრობით?(5წთ)
რეფლექსია.აქტივობა4.
მოსწავლეები წერენ მცირე ესეს,,ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო,ვერცა კლდოვანი,,.
მასწავლებლის სათანადო კომენტარებით,მოსწავლეები კითხულობენ საკუთარ ესეებს.(10წთ)
ბოლოს მასწავლებელი შეაჯამებს გაკვეთილს და მოსწავლეებს შეაფასებს კლასში ჩართულობისა და მიმდინარე საკლასო დავალებების შესრულების მიხედვით.(5წთ)
|
საკლასო მსჯელობაში მონაწილეობის
შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
|
9-10
|
7-8
|
4-6
|
1-3
|
ტექსტის შინაარსის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად.საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად.
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად.საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.
|
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად.
|
უჭირს სათქმელის გასაგებად გადმოცემა.
|
ყურადღების გამახვილება დეტალებზე.
|
ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე სათქმელის უკეთ წარმოსაჩენად.
|
ცდილობს ყურადღება გაამახვილოს დეტალებზე.
|
ყურადღებას ამახვილებს ერთ ან ორ დეტალზე.
|
საერთოდ ვერ ამახვილებს ყურადღებას დეტალებზე.
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
გამართულად მეტყველებს.აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს.
|
გამართულად მეტყველებს.იყენებს. მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
|
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.მეტნაკლებად გამართულად საუბრობს.
|
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.უჭირს გამართულად საუბარი.
|
კითხვებზე ადუკვატური პასუხის გაცემა
|
ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს.
|
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
|
პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.
|
ვერ პასუხობს კითხვების ნახევარს.
|
Subscribe to:
Posts (Atom)