Wednesday, December 18, 2013


           პროექტის თემა:,,ჩვენ ვსწავლობთ ლადო ასათიანს,,


         პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები იძიებენ და სწავლობენ მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.
       
       პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები ისწავლიან დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებას,ანალიზს,სინთეზს.მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გააცნობიერებენ მწერლის როლს ქართულ ლიტერატურაში.



     პროექტის მიზნები:წიგნებისა და ინტერნეტის დახმარებით მოიძიონ მწერლის ბიოგრაფია,შემოქმედება,მოძიებული მასალის საფუძველზე შექმნან მწერლის ბლოგი ქართულ და ინგლისურ ენაზე.
       გაეცნონ იმ ეპოქას რომელშიც პოეტი ცხოვრობდა.
   
   მონაწილეთა ასაკი:მე–8 კლასი,14 წელი
    ვადები/ხანგრძლივობა:5 დღე
მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები: ბლოგი,  რომლის მისამართს თავის თანატოლებს აცნობებენ,ფოტოალბომი, ჩანახატები ,პრეზენტაცია.
 
  რესურსები:ინტერნეტი, ფოტოაპარატი , წიგნები,
  პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1.მასალის მოძიება
  მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ინტერნეტში გაეცნობიან მწერლის ბიოგრაფიას  და შემოქმედებას.

აქტივობა 2 ტექსტის მხატვრული კითხვა
მოსწავლეები წაიკითხავენ ლადო ასათიანის ლექსებს.

აქტივობა 3 ინტერაქტიული  გამოკითხვა
მოსწავლეები  ჩაატარებენ ინტერაქტიულ გამოკითხვას თუ რამდენად იცნობენ  ახალგაზრდები პოეტურ ნიმუშებს. კითხულობე თუ არა, იციან თუ არა ზეპირად.

საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორია –ქართული–ინგლისური–ისტი
ქართ.   X.9         მოსწავლე კითხულობს,აანალიზებს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებებს.
ქართ.    X.10          მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს.
ქართ.    X.12           მოსწავლე ქმნის მხატვრულ ტექსტს მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.

   პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი):ეკა ლიპარტელიანი


  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ekaliparteliani2@gmail.com

No comments:

Post a Comment